გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერჟან სადენოვთან.
გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე, მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.
თაგები:
გეკა გელაძე




