გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან.
მისივე ცნობით, მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს