გეკა გელაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
გეკა გელაძემ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყნებს შორის საპოლიციო კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისთვის და გამოხატა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საქმეში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა