გეკა გელაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.
"გეკა გელაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ივნისის თვეში შედგა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე მის სომეხ კოლეგასთან და გამოხატა მადლიერება სომხური მხარის მიმართ დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს