Logo

გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა
150
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

ანნ მონტავონმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგინა ჯოანა ბარტონი, რომელიც უახლოეს მომავალში მას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ პოზიციაზე შეცვლის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები