გეკა გელაძე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების სივრცეები დაათვალიერა. მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, ნარკოლოგიური, კალიგრაფიული და დოკუმენტების ტექნიკური ლაბორატორიები.
გეკა გელაძეს და გიორგი ბუთხუზს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჯანგულაშვილმა დეპარტამენტის საქმიანობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას ადგილზე გაეცნო ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას. გეკა გელაძემ საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს