გეკა გელაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დათვალიერებისას, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის დეტალები მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს