გეკა გელაძე შსს-ს აკადემიას ეწვია, საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე შსს-ს აკადემიას ეწვია, პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
გეკა გელაძემ კურსდამთავრებულებს პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულება მიულოცა, სერტიფიცირებულ ოფიცრებს პოლიციელის პროფესიის არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს შალვა თადუმაძეს, აკადემიის რექტორმა ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა, რომელმაც მათ დეტალურად გააცნო სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამართალდამცველთა პროფესიული მომზადების პროგრამები, თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც ეფექტიანი სისტემური სწავლების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აკადემიის რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში მეცნიერულ-ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური რესურსების ინტეგრაციაზე და იმ სტანდარტებზე, რომლებიც სამართალდამცავ სფეროში არსებულ გამოწვევებზე მორგებული კადრების ჩამოყალიბებას ემსახურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გეკა გელაძემ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა დახურული, ნახევრად ღია და ვირტუალური ტირი, სადაც მსმენელები ოპერატიული რეაგირების უნარების გაძლიერებისათვის განკუთვნილ პრაქტიკულ მომზადებას გადიან.
ასევე, გეკა გელაძემ, შსს-ს აკადემიის არქივის მიერ დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტების საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სიმულაციურ სწავლებასა და კურსანტთა ფიზიკური მომზადების კურსს დაესწრო.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს