გეკა გელაძე შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურას გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან მარიამ ტაბატაძესთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
"ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გურამ ამირიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სამედიცინო სერვისებისა და მედპერსონალის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კი, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
გეკა გელაძემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მედპერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს