გეკა გელაძე - შსს სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სიტყვით გამოვიდა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი.
"ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და მოხმარება სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს.
შესაბამისად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შედეგად,
ნარკოდანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების საქმიანობა გახდა უფრო ეფექტიანი ნარკოტიკების რეალიზაციის პრევენციისა და აღკვეთის პროცესში. ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ ინიციირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებისა და კერძო კომპანიების მიერ ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის აკრძალვას, ასევე მკაცრ კონტროლს ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. აღნიშნული ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“,- განაცხადა შს მინისტრმა.
როგორც გეკა გელაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით
განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.
ღონისძიებაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - დავით კიკნაძემ ანგარიში წარადგინა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის სტატისტიკაზე ისაუბრა.
დავით კიკნაძემ, სამართალდამცველების მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეციალური ოპერაციებზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ პოლიცია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს