გეკა გელაძე სტამბოლის პოლიციის დირექტორატს ეწვია

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სტამბოლის პროვინციულ დირექტორატს ეწვია და ადგილზე გაეცნო დანაყოფის მუშაობას, საქმიანობის სფეროებსა და სპეციფიკას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება.
თაგები:
გეკა გელაძე




