გეკა გელაძე თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
"მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი, ასევე, შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და ამ მხრივ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქმენეთის მხარესთან სამართალდამცავ სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


