გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შანდორ პინტერთან, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე.
"მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ მიგრაციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


