გეკა გელაძე უნგრეთის შს მინისტრის მიწვევით ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრი გეკა გელაძე, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერის მიწვევით ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის, მაღალი რანგის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ასევე ქართული დელეგაციის წევრები მოინახულებენ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს და საპოლიციო დანაყოფებს.
თაგები:
გეკა გელაძე




