გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურთან ბაჰოდირ ტაშმატოვთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, მხარეთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა არსებული კავშირების გაღრმავების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე




