Logo

გეკა გელაძე უზბეკეთის შსს-ს საპოლიციო დანაყოფებს ეწვია

სამართალი
281
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სტუმრობისას, საქართველოს დელეგაციის წევრებს აკადემიის ხელმძღვანელმა რუსტამ ხატამოვმა უმასპინძლა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ საპოლიციო განათლების სფეროში მიმდინარე და დანერგილ რეფორმებზე, სასწავლებლის სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობაზე.

თავის მხრივ, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპოლიციო განათლების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. 

ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალურად გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ამავე დეპარტამენტში მოქმედი ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები