გეკა გელაძემ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმაც.
გეკა გელაძემ, დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად იქნება გმირი პოლიციელების ოჯახის წევრების გვერდით. მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელების მიერ გაწეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.
გეკა გელაძე, ასევე, იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა, დეპარტამენტის თანამშრომლებთან და მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს