Logo

გეკა გელაძემ აჭარაში სამუშაო შეხვედრები გამართა

სამართალი
160
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"საუბარი შეეხო გასული თვეების სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა, წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრა ასევე გამართა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და მათგან დანაშაულთან ბრძოლის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულშიც იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებთან სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement