გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, აჭარის რეგიონში, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან აჭარასა და გურიაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გეკა გელაძემ თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს