გეკა გელაძემ გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.
"მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.
მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს