გეკა გელაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს ასევე, დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან მოხდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს