Logo

გეკა გელაძემ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში უწყების სხვადასხვა დანაყოფის მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

სამართალი
344
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი  გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საქმეში.

გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლების როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები