Logo

Logo

გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ
თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება; საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები