
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.
გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
თაგები:
გეკა გელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს