Logo

გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააჯილდოვა

სამართალი
375
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ  ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით.

მომსახურების სააგენტოს დირექტორმა გიორგი გუნცაძემ სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები