გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან და მომსახურების სააგენტოს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ გიორგი გუნცაძესთან ერთად, სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისგან მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


