გეკა გელაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, გეკა გელაძე პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან, მოადგილეებთან ალექსანდრე დარახველიძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
გეკა გელაძემ რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს