გეკა გელაძემ პოლიციის ატაშეებთან შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
"საუბარი შეეხო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლების მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხს.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით, უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით პირი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.
დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი პოლიციის ატაშეები 38 სახელმწიფოსა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციას ფარავენ", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს