გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან ერთად, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
"გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარის რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გაძლიერებული რესურსით არიან მობილიზებულები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს