Logo

გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
146
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

"მხარეებმა ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში, კოლეგის, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვის მიწვევით იმყოფება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები