გეკა გელაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს