Logo

გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
206
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები