გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლებით "მამაცობისთვის" პოლიციელები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით "მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.
"მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ გიორგობის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად ეწევით ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
თქვენ ნამდვილად ხართ ის ღირსეული პოლიციელები, რომელთა სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.
დღევანდელი დღეც არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ იმ საქმეს, რასაც თქვენ ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებით – იცავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ამყარებთ ქვეყანაში წესრიგს!“ - განაცხადა გეკა გელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებმა ჯილდოები სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მიიღეს.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


