გეკა გელაძემ შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შალვა მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გეკა გელაძემ მოადგილესთან მარიამ ტაბატაძესთან და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.





