გეკა გელაძემ თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის, ასევე უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, პირადად მოინახულა ის თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებას.
გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებს წარმატება უსურვა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
გეკა გელაძე




