Logo

გეკა გელაძემ თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
57
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ალი იერლიქაიასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა.

"მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ალი იერლიქაიამ ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის დროს გაწეული ძალისხმევისთვის, სწრაფი და ქმედითი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ასევე გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.  ორი ქვეყნის მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ  საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

დასასრულს, გეკა გელაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის, გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები