გეკა გელაძემ თურქეთის შს მინისტრთან ოფიციალური შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიქაიასთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით.
"გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა თურქ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს.
მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი მაჰმუთ დემირთაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი, მარიამ ტაბატაძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ნაყოფიერი საპოლიციო თანამშრომლობისთვის, თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს