Logo

გეკა გელაძემ უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

საზოგადოება
184
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი, 2026 წლის დადგომა მიულოცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის შრომის მნიშვნელობას, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მინისტრთან ერთად უწყების სხვადასხვა დანაყოფში, მისი მოადგილეებიც იმყოფებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები