გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია მასპინძლობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.
თაგები:
გეკა გელაძე




