Logo

გელა ბეჟუაშვილი – ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ეს არ წაადგება ქართულ საქმეს

პოლიტიკა
1509
Frontnews image description

ომში საქართველოს დადანაშაულება არ არის ახალი, მათ ეს 2012 წლიდან დაიწყეს და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტიც ამ რიტორიკას აჰყვა თავის დროზე, რაც, ჩემი აზრით, იყო შეცდომა. ბოდიშის მოხდაც უნდა იყოს სწორ დროს და უნდა იყოს ორმხრივი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რისი საფასურიც ძალიან მძიმე იქნება.

“ამერიკელებს ადანაშაულებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ ლამის ომი დავიწყეთ, იმიტომ, რომ ამერიკელების მითითება იყოო. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესი, რომელმაც განახორციელა ღია აგრესია უკრაინაში და ის ამას აგრძელებს. ძალიან დიდია ფასი იმისა, რაც შეიძლება ქვეყანამ გადაიხადოს მომავალში. ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ეს არ წაადგება ქართულ საქმეს.

შესთავაზოს ხელისუფლებამ ხელისუფლებას ალტერნატივა, მე დიდი ინტერესით მოვისმენდი, რას შესთავაზებდნენ ქართველ ახალგაზრდობას, რას გაუკეთებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 30 წელია, დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად იბრძოდნენ.

ომში საქართველოს დადანაშაულება არ არის ახალი, მათ ეს 2012 წლიდან დაიწყეს და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტიც ამ რიტორიკას აჰყვა თავის დროზე, რაც, ჩემი აზრით, იყო შეცდომა. ბოდიშის მოხდაც უნდა იყოს სწორ დროს და უნდა იყოს ორმხრივი გზა, ამას უნდა მოჰყვებოდეს ისტორიული კონტექსტი. ეს კონფლიქტი 2008 წელს კი არ დაწყებულა, ეს დაიწყო 1990-იან წლებში და თუ ვიწყებთ ბოდიშებით, მოდით, უკან დავბრუნდეთ და შევისწავლოთ ყველაფერი”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა “მთავარის” ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები