გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პოლიციელის დღე მიულოცა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თაგები:
გელა გელაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა