
ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან სააკაშვილს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
“ის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა, ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, იმავე დღეში ორ ბოთლ კონიაკს აყოლებდა. ეს ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაადასტურა. დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვინაიდან დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. კონკრეტულად, მას საკუთარ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბარი.
მას არ შეიძლება, ჰქონდეს გუშინდელ, გუშინწინდელ და ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით ძალიან საღი შეფასებები, ზოგადად, ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობა. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი ჭკუასუსტი არ არის“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს