
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გელათის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა გელათის ტაძარში შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტეს, რაც, მათი თქმით, კულტურის სამინისტროს მხრიდან არაპროფესიონალურმა ჩარევამ კიდევ უფრო დაამძიმა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ბიძინაშვილის განცხადებთ, საკითხს კულტურის მინისტრი უნდა ჩამოშორდეს.
“განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, თეა წულუკიანი მინისტრი ჩამოშორდეს საკითხს, ვინაიდან ის არის არაკომპეტენტური. შეიქმნას ქართველი და საერთაშორისო მეცნიერებებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ამ ტაძრის მომავალი თაობებისთვის შენახვაზე“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.
უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ძეგლზე შემდგომმა ჩარევებმა მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.
სამუშაოები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2 თვის წინ შეწყდა, რის შესახებაც მინისტრმა თავად განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, სველი კედლების მიუხედავად სამუშაოების შეჩერებას არ ემხრობოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მოუწია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს