
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი რურუამ "მთავარი არხის" ეთერში ნიკა მელიას მიმართა.
"მინდა მოვიკითხო ნიკა, ჩემი მეგობარი. გუშინდელი დღიდან ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემს სანახავად, დამირეკა და ყველა შენ (ნიკა) არა მარტო მხარს გიჭერს და გულშემაგტკივრობს, შენი იმედი აქვთ, რომ გამოხვალ და მეც ასე ვფიქრობ, შენი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის. ეს შენც იცი, შენი უნარები ამის საშუალებას გაძლევს. გელოდები გარეთ არა მარტო მე, უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის, შენი მეგობრები, ოჯახის წვერები: სანდრო, მაიკო, ყველა.
მხნეობა არ გაკლია, ამიტომ ჯანმრთელობას გისურვებ, კარგად გამოიყურები და გუშინ რაც ვთქვი, ისევ იმ აზრზე ვარ: გელოდები, ყველაფერი წინ არის და გვჭირდები, დააჩქარე თუ შეგიძლია ეს", – განაცხადა რურუამ.
გიორგი რურუამ საპყრობილე გუშინ, 27 აპრილს დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს