გემი, 21 ტანკი და 1200-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 420270 (+1250) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.03.24-მდე: ტანკები – 6678 (+21), ჯავშანტექნიკა – 12728 (+40), საარტილერიო სისტემები – 10308 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1008 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 701 (+1), თვითმფრინავები – 347 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7921 (+58), ფრთოსანი რაკეტები – 1918 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+1). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 13479 (+56), სპეციალური ტექნიკა – 1642 (+12).





