გემი და 800-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 387 060 (+830) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.02.24-მდე: ტანკები – 6331 (+9), ჯავშანტექნიკა – 11792 (+19), საარტილერიო სისტემები – 9274 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 978 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7146 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1847 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+1). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12316 (+49), სპეციალური ტექნიკა – 1470 (+8).
1 თებერვლის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი “ივანოვეცი“ გაანადგურეს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გემი ანექსირებულ ყირიმში რეიდზე იმყოფებოდა დონუზლავის ტბაში, სადაც ის პირდაპირი დარტყმის შედეგად ჩაიძირა. რუსეთის ფედერაციის მიერ დაკარგული გემის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია.
