
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გუბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
“სოფელ გუმბრაში ამჟამად მიმდინარეობს გზების შეკეთების სამუშაოები, ზაფხულში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციის 11 მილიონიანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ბანოჯა-გუმბრის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასაფლაოს შემორაგვის პროექტი, ასევე მოხდება ავარიული შენობების (ყოფილი კულტურის სახლის და პროფესიული სასწავლებლის) დემონტაჟი“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს გუმბრის სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერმა გუმბრის მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებიც განიხილა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს