გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, გაზიფიცირების, სასმელი წყლისა და გარე განათების ქსელების მოწყობის საკითხები განიხილეს.
“ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება გათვლილია მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენ უშუალოდ ადგილობრივებიდან ვისმენთ პრობლემებს და ერთად ვსახავთ მათი მოგვარების გზებს“,- აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა.
მუნიციპალიტეტის მერმა კონკრეტული დავალებები გასცა და სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყება დააანონსა.





