
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარმატებული წყალტუბოელი ძიუდოისტები და მწვრთნელები დააჯილდოვა.
ძიუდოისტთა ჩემპიონატზე საბა გველესიანმა ოქროს, ხოლო მათე გველესიანმა, ლუკა შვანგირაძემ, ლუკა ომანაძემ და ლუკა ქუთათელაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გახდნენ.
“წყალტუბოელმა ძიუდოისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება სტიმული, როგორც დღევანდელი პრიზიორებისთვის, ასევე, დამწყები სპორტსმენებისთვის. მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,სპორტული კლუბების გაერთიანების ინიციატივით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, რომელთა მიზანი სწორედ წარმატებული სპორტსმენების მომზადებაა“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დაჯილდოვების ცერემონიაზე ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კუჭავამ გამარჯვებულ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ძიუდოისტებსა და მწვრთნელებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს