Logo

გენერალური შტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა 13 თავდასხმა მოიგერიეს და მტრის ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინა
809
Frontnews image description

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების განადგურებას, 2 იანვარს ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 13 თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

 

“მტერი, რომელიც ცდილობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულ კონტროლს აიღოს, ძალისხმევას აძლიერებს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება ლიმანსის და ავდეევსის მიმართულებებში, გააძლიეროს დაჯგუფებები ნოვოპავლოვკის მიმართულებაზე ხერსონიდან განლაგებული ქვედანაყოფების ხარჯზე”, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია მტრის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა, ასევე 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.

 

“გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Ka-52 და 3 სადაზვერვო Orlan-10”, – აღნიშნავენ გენშტაბში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement